ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე განცხადება გაავრცელა და დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა ხანგრძივი უნდა იყოს.
„ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც იძულებული გახდა და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი – დონბასის ნაწილი – დაეთმო, პუტინმა კი ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო.“
ცნობისთვის, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი .