ვოლოდიმირ ზელენსკი – ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები იქნება

პარასკევს დონალდ ტრამპს შევხვდები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„შესაძლებლობა მექნება ვაშინგტონში ჩავიდე და პარასკევს პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე. ვფიქრობ, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომელთა შეთავაზებასაც ვგეგმავ. ჩვენს შორის დიალოგისა და მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ. კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება, მათ შორის, თავდაცვის კომპანიებთან და შესაძლოა კონგრესმენებთანაც. ასევე, შევხვდები ენერგეტიკულ კომპანიებს, ეს პრეზიდენტ ტრამპის წინადადება იყო და ეს აუცილებელია, რადგან სასწრაფო საჭიროებები არსებობს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „ვიზიტის მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები იქნება“.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დღეს ვაშინგტონში უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა.
„უკრაინის დელეგაცია -ში გაემგზავრა: პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და დიპლომატიური სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი. ისინი შეხვედრებს გამართავენ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია