– ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება

ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, რათა ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, მათი დროშების ქვეშ, მათ მიწაზე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე მშვიდობის ქვეშ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მაიდანიდან გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელების შთამომავლები ასი წლის შემდეგაც ამ მოედანზე იდგებიან და პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავენ ყველას მიმართ, „ვინ დამოუკიდებლობისთვის ომში დაიცვა, ვინც მტკიცედ იდგა, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა“.
„ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება. სწორედ ამის მომხრე ვართ. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დიდი ქვეყნის დიდებულო ხალხო!“- აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია