ვოლოდიმირ ზელენსკი – ვატიკანში ლიდერების დონეზე შეხვედრების ჩატარების წინადადება ღიაა – მხოლოდ მოსკოვი აგრძელებს მის უარყოფას

უკრაინის პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, პაპთან ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა, რისთვისაც მადლობელია.
„ჩვენ ვაფასებთ ყველა მხარდაჭერას და ლოცვას ში მშვიდობისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ვატიკანში ლიდერების დონეზე შეხვედრების ჩატარების წინადადება ღიაა და სრულიად შესაძლებელია, რომლის მიზანია რუსული აგრესიის შეჩერება და სტაბილური, ხანგრძლივი და ნამდვილი მშვიდობის მიღწევა.
„ამჟამად, მხოლოდ მოსკოვი აგრძელებს ამ წინადადების უარყოფას, რადგან მან უარყო ყველა სხვა სამშვიდობო ინიციატივა.
ჩვენ გავაგრძელებთ გლობალური სოლიდარობის გაძლიერებას, რათა დიპლომატია კვლავ წარმატებული იყოს“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისი თქმთ, განსაკუთრებით მადლობა გადაუხადა პაპს უკრაინელი ბავშვების, განსაკუთრებით კი რუსული ტყვეობიდან დაბრუნებულები ბავშვების მხარდაჭერისთვის.
„უკრაინელ ბავშვებს ახლა აქვთ რეაბილიტაციისა და დასვენების შესაძლებლობა იტალიაში და ასეთი სტუმართმოყვარეობა და გულწრფელობა უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ ს მიერ ს მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების ხელშეწყობის მცდელობები“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში მიიწვია.