ვოლოდიმირ ზელენსკი – ეს ომი გადარჩენისთვის ომია, თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს – ისინი, ვინც იღლებიან, ჩამოვიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა

ეს ომი გადარჩენისთვის ომია – ვინც იღლება, ჩამოვიდნენ და ილოცონ იმისთვის, რომ ომი მათ ქვეყნებში არაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ თავს არ დაიცავს, მაშინ არ გადარჩება და თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს, რადგან უკრაინას საქმე აქვს „არაადეკვატურ ადამიანთან“.
“ორი წელი საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს ომი გადარჩენისთვის ომია. და, თუ თავს არ დავიცავთ, მაშინ უკრაინა არ გადარჩება. ხოლო, თუ უკრაინა არ გადარჩება და არ გაუძლებს, მაშინ ომი გზას გააგრძელებს, ვინაიდან, სამხედრო საქმეები გვაქვს არაადეკვატურ ადამიანთან, რომელიც დასასრულს ვერ ხედავს და თავის სიკვდილამდე კრემლში იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქმე იმ საფრთხეშია, რომელსაც ს ფედერაცია წარმოადგენს მთელი ევროპისთვის და პარტნიორები არ უნდა დაიღალონ, არამედ, პირიქით, უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე ეს ომის პირველ წელს იყო.
“ხოლო ისინი, ვინც ძალიან იღლებიან – დაე აქ ჩამოვიდნენ, ტაძარში შევიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა, დაე უკრაინისთვის ილოცონ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ