ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, დღეს მადრიდს ეწვევა, სადაც პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ესპანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგაც ლიდერები მადრიდში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეხვდება ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს.
გამოცემა EFE, სამეფო სასახლის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ფრონტზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო, ესპანეთში 17 მაისს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ასევე დაგაინტერესებთ