– ევროკავშირისგან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით გადაწყვეტილებას ახლო მომავალში ველით

ევროკავშირისგან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით გადაწყვეტილებას ახლო მომავალში ველით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.
„მადლობელი ვარ სამძიმრისთვისა და ჩვენი ხალხის სოლიდარობისთვის რუსეთის ცინიკური და სასტიკი დარტყმის შემდეგ. გასული ღამე უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო. რუსებმა მთავარ სამიზნედ აირჩიეს. სამძებრო და სამაშველო ოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ყველას მადლობელი ვართ, ვინც ახლა უკრაინას უდგას გვერდში და ჩუმად არ რჩება.
განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევები მკვლელობების შესაჩერებლად, ამ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის დასასრულებლად და ჩვენი ხალხისთვის ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბევრი სამუშაო კეთდება სხვადასხვა დონეზე სწორედ ამ მიზნისთვის. მაგრამ მანამ, სანამ მშვიდობისკენ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მასზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. ურსულამ ახალი ინფორმაცია გამიზიარა ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტის მომზადებასა და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციაზე.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ევროპულ საინტეგრაციო გზაზე და უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების ერთდოულად გახსნაზე. დადებით გადაწყვეტილებას ველით ახლო მომავალში“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია