– დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა – უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია

დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა. რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს უკრაინელი ხალხის პატრიოტიზმისა და ქმედითობის შედეგია. იმ მეომრების შედეგი, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინის სახელმწიფოსთვის და ანადგურებენ ოკუპანტს.
„უდავოა, რომ ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია ყველაზე საიმედო უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი ხალხისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს. ყოველ დღე, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია: სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია