ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, ანკარაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორზე, ფაჰრეთინ ალტუნზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტის, ს შეხვედრა 18 თებერვალს ანკარაში გაიმართება.
„შეხვედრის ფარგლებში თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტის, ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების განხილვა მოხდება“, – წერს ალტუნი X-ზე.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ოთხშაბათს, 19 თებერვალს საუდის არაბეთს ეწვევა, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.
ასევე, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში, -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს.