ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაცნობე, რომ მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ დათანხმდება ამ წინადადებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ, შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და მე მას ინფორმაცია მივაწოდე. ასევე ვუთხარი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას. ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისათვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა, რაც იწყება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით”, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს, მზადაა დახმარებისთვის და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.
ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტები მიესალმნენ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.