– დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა – მას შეუძლია, ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს

-ის პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ამ შესაძლებლობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებასა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის ძალისხმევის მხარდაჭერაზე.
„განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა და იმედი მაქვს, რომ ისინი სწრაფ შედეგებს გამოიღებენ. კერძოდ, შევეხეთ PURL [უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია] ინიციატივას, რომელიც უკვე კარგად მუშაობს და ამ ჩარჩოში პოტენციურ პროექტებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კარგად ესმის სიტუაცია და კარგად არის ინფორმირებული ომის ყველა ასპექტის შესახებ.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არის ადამიანი, რომელსაც „შეუძლია, ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია