– დობროპილიეს კონტრშეტევა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის მიმართულებით დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება.
„ვესაუბრეთ სამხედროებს ოპერატიული ვითარების შესახებ და მთავარსარდლალმა ანგარიში წარადგინა. დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ჩართულ ქვედანაყოფს ეფექტურობისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინულმა ჯარებმა უკვე გაათავისუფლეს 174 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია, 194 კვადრატულ კილომეტრზე მეტი კი რუსი დივერსანტებისგან გაიწმინდა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ოპერაციაში რუსეთის დანაკარგები თითქმის 3 200-ს შეადგენს.
18 სექტემბერს ზელენსკიმ პირველად გამოაცხადა, რომ უკრაინის არმია დონეცკის ოლქის მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევით ოპერაციას ატარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ მუმლაძე: ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვეფხისტყაოსანი დოიაშვილს რომ დაედგა ახალ თეატრში პროტესტში ჩართული მსახიობებით და დიდ მარხვაში ყოფილიყო პრემიერა პარლამენტის სხდომა გაიხსნებოდა ამ ამბით