ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს, რათა ომი დასრულდეს და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას მომავალი კვირისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, რომელიც მისი თქმით, „ძალიან აქტიური იქნება“.
„დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ამას ღრმად ვაფასებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
