ვოლოდიმირ ზელენსკი – დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება – პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან და დემოკრატიასთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, დასავლეთმა დაკარგა ში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება და ბევრმა უკრაინელმა დაკარგა ეგზისტენციალური საფრთხის შეგრძნება.
ზელენსკის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერით რუსული აგრესიისგან საკუთარ თავს იცავს და თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი დასავლეთს დაუპირისპირდება.
“პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია. ის გრძნობს სისხლს, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად“, – აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, შესაძლოა, უკრაინამ გასულ წელს ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორსაც მისგან მოელოდნენ, თუმცა არასწორია მოსაზრება, თითქოს ომში იმარჯვებს, რადგან რუსეთი ძალიან მძიმე დანაკარგებს განიცდის.
„შესაძლოა, 2023 წელს ვერ მივაღწიეთ წარმატებას ისე, როგორც მსოფლიოს სურდა. შესაძლოა ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ვიღაცას წარმოედგინა“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, მოსაზრება, თითქოს რუსული ძალები იმარჯვებენ სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ განცდა, რადგან რუსები განიცდიან დიდ დანაკარგებს ისეთ ადგილებშიც, როგორიც ავდიივკაა.
„ათასობით, ათასობით მოკლული რუსი ჯარისკაცი, არც კი გაუყვანიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული საზოგადოებისა და მსოფლიოს მობილიზაცია, რომელიც ომის დასაწყისში იყო, დღეს არ არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.
“მობილიზაცია არ არის მხოლოდ ფრონტზე ჯარისკაცების გაგზავნა. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მთელი ძალისხმევის მობილიზება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია, რისი გაკეთებაც უკრაინელს ახლა შეუძლია, არის უკრაინაში ყოფნა, დასავლელი პარტნიორებისთვის კი – უკრაინასთან ყოფნა.

ასევე დაგაინტერესებთ