ვოლოდიმირ ზელენსკი – დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა

დანიიდან F-16-ები ში უახლოეს მომავალში ჩამოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილა.
„მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის და მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში გლობალური სამხრეთის ჩართვაში დანიის აქტიური დახმარებისთვის მეტე ფრედერიქსენის მადლობელი ვარ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.