– დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა

დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილა.
„მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის და მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში გლობალური სამხრეთის ჩართვაში დანიის აქტიური დახმარებისთვის მეტე ფრედერიქსენის მადლობელი ვარ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს