დავოსში ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, დავოსში ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს, ლუკ ფრიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრს, ლუკ ფრიდენს შევხვდი და ლუქსემბურგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, მათ შორის უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილების მიღების გამო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ლუქსემბურგი მიიწვია, რათა გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მომზადებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
„მე მას ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინისთვის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებების შესახებ ვაცნობე. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის უკრაინისთვის ფინანსური დახმარება, გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა და მშვიდობის ფორმულა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით