დავოსში ენტონი ბლინკენს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„მე სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შევხვდი და ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინაში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები განიხილა და განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სფეროში წარმოების გაზრდას დაეთმო.
-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, ამ წელს უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარი ამოცანებისა და მათ მისაღწევად საჭირო საშუალებების შესახებ შევატყობინე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია