ვოლოდიმირ ზელენსკი – გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების – უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა

-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ს შორის სატელეფონო საუბარი გამართა, – ინფორმაციას ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას მათ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების. უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ამასთან, მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შეხვდება.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით ბაიდენთან, ამაზე შევთანხმდით. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შევხვდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა დონეზე – კერძოდ, თეთრ სახლთან და კონგრესმენებთან.
„დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დარჩება”, – განაცხადა ზელენსკიმ.