– გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია – მას აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ პუტინს მისი ეშინოდეს

უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტთან და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატოს, რათა შეაჩეროს და დაასრულოს ომი.
Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ერთადერთი გზა წინასწარ განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიების დაწესებაა და ეს, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გაბედულ პოზიციას გამოიჩენს.
„სანამ ომს დავასრულებთ, ნამდვილად მინდა, რომ ყველა შეთანხმება მიღწეული იყოს. მინდა, მქონდეს დოკუმენტი, რომელსაც მხარს დაუჭერს და ყველა ევროპელი პარტნიორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე მოუწოდა აშშ-ის ლიდერს, გადადგას „ძლიერი პირადი ნაბიჯები“ პუტინის შესაჩერებლად.
„მჯერა, აშშ საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. მჯერა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მოგვაწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები დიდი რაოდენობით და აშშ-ს საკმარისი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს შეუძლია საკმარისი სანქციების დაწესება რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად, გარდა ამისა, დონალდ ტრამპს აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ პუტინს მისი ეშინოდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპამ უკვე წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 18 პაკეტი და ახლა მხოლოდ აშშ-ის მხრიდან სანქციების ძლიერი პაკეტი აკლია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია