– გეგმის 20 პუნქტი არსებობს, შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა

გეგმის 20 პუნქტი არსებობს – შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„ჩვენი გუნდი მაიამიდან ბრუნდება. დეტალებს დღეს ღამე გაგვაცნობენ. ჩემი აზრით, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც პირველი პროექტისთვის უნდა გაგვეკეთებინა, უკვე მზად არის. გეგმის 20 პუნქტი არსებობს. შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, , ევროპა და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ.
„ჩვენსა და -ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ ცალკე დოკუმენტი არსებობს. ვთვლით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე, უკრიანის პრეზიდენტის განცხადებით, დოკუმენტების ძირითადი ნაწილი მზად არის.
„არის რაღაცები, რისთვისაც ჩვენ მზად არ ვართ. დარწმუნებული ვარ, არის რაღაცები, რისთვისაც რუსები მზად არ არიან. ახლა ამერიკელები ს წარმომადგენლებს ესაუბრებიან და შემდეგ ცნობებს მათგან მივიღებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…