ვოლოდიმირ ზელენსკი – ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ – მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მ დასავლეთის სახელმწიფოებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.
„ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ. ამით ჩვენ რუსული მითი გავანადგურეთ იმის შესახებ, რომ ამ ომს ვერ მოიგებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწა დავიბრუნოთ, პუტინი კი შეიძლება დამარცხდეს. ეს ბრძოლის ველზე უკვე არაერთხელ მოხდა. ჩვენი მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს. მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ავდიივკაში სიტუაცია ამას ადასტურებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იარაღის, განსაკუთრებით საარტილერიო და შორი დისტანციის იარაღის, ხელოვნური დეფიციტის მდგომარეობაში უკრაინის ყოფნა პუტინს საშუალებას აძლევს, რომ საომარი მოქმედებების ამჟამინდელ ინტენსივობას მოერგოს.
„დემოკრატიების თვითდასუსტება ჩვენს საერთო შედეგებს უთხრის ძირს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.