– ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს – ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი

ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს – ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს – ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან შემადგენელი 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, უმძიმესი, და შემდგომი რისკები.
თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრება, და რომ გვჯეროდეს იმისა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ჩვენგან პასუხს დაელოდებიან,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს.
„ხმამაღალ განცხადებებს არ ვაკეთებთ. მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. იქნება გადაწყვეტილებების კონსტრუქციული ძიება ჩვენს მთავარ პარტნიორთან. არგუმენტებს მოვიყვან, დარწმუნებას ვეცდები, ალტერნატივებს შევთავაზებ, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს იმის თქმის საბაბს, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის შლის პროცესს და უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია