აცხადებს, რომ უკრაინული არმია დონეცკის მიმართულებაზე წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს

ამ კვირების განმავლობაში უკრაინული არმია წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს დონეცკის მიმართულებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ამ კვირების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ კონტრშეტევით ოპერაციას ვაწარმოებთ. ბიჭები ყოჩაღები არიან. დონეცკის მიმართულებაზე, პოკროვსკის, დობროპოლიეს რაიონში. სასტიკი ბრძოლები, მაგრამ მოვახერხეთ რუსებისთვის საგრძნობი დანაკარგების მიყენება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის არმია ოკუპანტებს ამ მიმართულებაზე სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას ართმევენ, რომელსაც ისინი დიდხანს გეგმავდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინული მიწის 160 კვადრატული კილომეტრი, შვიდი დასახლებული პუნქტი, ხოლო კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი და ცხრა დასახლებული პუნქტი “გაწმენდილია ოკუპანტებისგან”.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინამ მნიშვნელოვნად შეავსო თავისი გაცვლითი ფონდი – უკვე არის თითქმის ასი დატყვევებული რუსი და “კიდევ იქნებიან”.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვირების განმავლობაში მხოლოდ პოკროვსკის რაიონში რუსების დანაკარგები 2,500 ადამიანზე მეტია, მათგან 1 300-ზე მეტი მოკლულია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია