აცხადებს, რომ თავდაცვის მიზნით აქტიურ ოპერაციებს გააგრძელებს და დაგეგმილია რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის მიზნით აქტიურ ოპერაციებს გააგრძელებს და ასევე დაგეგმილია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელება.
„დეტალურად გავაანალიზეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებული ვითარება და მოწინააღმდეგის განზრახვები. ასევე, სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს ზუსტად ისე, როგორც ეს საჭიროა უკრაინის თავდაცვისთვის. ძალები და რესურსები მზადაა. ასევე დაგეგმილია ახალი ღრმა დარტყმები“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია