აცხადებს, რომ აშშ-ში უკრაინული დელეგაცია დონალდ ტრამპის გუნდს 29 აგვისტოს შეხვდება

“დიდი შვიდეული” მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში მქონდა, მათ შორის სანქციებზე: რა შემდეგი ნაბიჯებია საჭირო სანქციებში, კონკრეტულად, რომელი რუსული იურიდიული პირები უნდა დაიბლოკონ, რომელ ფიზიკურ პირებზეა საჭირო ზეწოლა, სანქციების გვერდის ავლის რა გზები არის ჯერ კიდევ დარჩენილი…
მთელ ამ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს საგარეო დაზვერვას აქვს, პარტნიორებს გადავცემთ. უპირველეს ყოვლისა “დიდი შვიდეულის” ჯგუფიდან. მათი მხრიდან არის სანქციების გაძლიერებისთვის მზაობა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე პარასკევს, 29 აგვისტოს, შეერთებულ შტატებში ტრამპის გუნდთან უკრაინული დელეგაციის შეხვედრა დააანონსა, რომელშიც იქნებიან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია