ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს სენატორებთან შეხვედრით დაიწყებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დღეს სენატორებთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა თეთრ სახლში ვაშინგტონის დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაიწყება.
შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის მოკლე განცხადებები გაკეთდება, ვაშინგტონის დროით დაახლოებით 13:00 საათზე (თბილისის დროით, 22:00 საათზე) აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მანამდე კი, ისინი ე.წ. წიაღისეულის ხელშეკრულებას გააფორმებენ.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰადსონის ინსტიტუტს ეწვევა, შემდეგ კი უკრაინული თემის წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა