– აშშ-მა და ზოგიერთმა ევროპელმა პარტნიორმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, მხარი არ დაუჭირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, ამერიკის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატო-ში გაწევრიანება. ზელენსკის განმარტებით, ეს უსაფრთხოების რეალური გარანტიები იყო.
„ზოგიერთმა პარტნიორმა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპამ, არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას. ამიტომ, დღეს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები – კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შეერთებული შტატებისგან და უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, ასევე სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და ა.შ. – ეს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესიის კიდევ ერთი ტალღა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ეს უკვე კომპრომისია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა