ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
ზელენსკის თქმით, მან ჯონსონს “რუსული საჰაერო ტერორის” გაძლიერების შესახებ უთხრა და აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – მიერ უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების “კრიტიკული მნიშვნელობა” აღნიშნა.
“სატელეფონო საუბარი ჩავატარე წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონსონთან. მადლობა გადავუხადე მას პირადად, ორივე პარტიას, ამერიკელ ხალხსა და პრეზიდენტ ბაიდენს ს შეჭრის დაწყებიდან უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. მოვუყევი ბრძოლის ველზე ვითარების შესახებ, კერძოდ, რუსული საჰაერო ტერორის სწრაფად გაძლიერების შესახებ.
ასეთ ვითარებაში კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების სწრაფად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვიაზრებთ, რომ წარმომადგენელთა პალატაში სხვადასხვა პოზიციები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ქნან ეს, მაგრამ მთავარია – რომ უკრაინის დახმარების საკითხი გაერთიანების ფაქტორად რჩებოდეს”, – წერს ზელენსკი.