ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი -ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
შეხვედრა მიუნხენში უსაფრთხოები კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„შევხვდი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებისგან შემდგარ დელეგაციას. საგნობრივად განვიხილეთ ვითარება ბრძოლის ველზე, თავდაცვითი ინდუსტრიების განვითარება. ცალკე ვუთხარი დრონების წარმოებაში უკრაინის პროგრესზე. წარმომადგენელთა პალატის მიერ გადაწყვეტილებების მიღების იმედი გვაქვს, რომლებიც აშშ-ის მხრიდან უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში. ეს ერთიანობაში უნდა ვქნათ, ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვით,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ