-ის პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში არმიღების შესახებ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდეც ხდებოდა

აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში არმიღების შესახებ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდეც ხდებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ისრაელის მსგავსი გარანტიები სჭირდება -სგან.
„ამაში სიახლე არაფერია. აშშ ამ საკითხში ნათლად საუბრობს. ისინი ნათლად ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში ყოფნას. ეს მათი ორი პოზიციაა. სწორედ ამიტომ ამბობენ ამას – მე-5 მუხლის მსგავსად, მაგრამ ეს უნდა იყოს მტკიცე გადაწყვეტილება. ისრაელს შესაბამისი გარანტიები აქვს. თუ აშშ-სგან მტკიცე გარანტიები უკრაინასაც იქნება, მაშინ ისინი იმუშავებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინის ნატოში წევრობას, ნათელია.
„ეს მოკავშირეების გადაწყვეტილებაა და აქ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია