– არ ვაპირებ 500 მილიარდის ვალის აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას – არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას -ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებს ვალის სახე აქვს, რომელიც უკრაინამ -ს უნდა გადაუხადოს.
„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი აშშ-დან) და არ ვაპირებ 500-ის [მილიარდი] აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად არ თვლის.
„არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და „პროგრესია“ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებაში. მისი განცხადებით, წინადადებები ჯერჯერობით არ არის ის, რაც მათ სურთ, მაგრამ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და “მზადაა გასაზიარებლად”.
”ჩვენ პროგრესს ვაღწევთ,” – დასძინა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას