– არის მადუროს მაგალითი, დაე, ამერიკელებმა ჩაატარონ ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთან, შეიძლება პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს

დაე, -მა ოპერაცია ჩაატაროს კადიროვთან, მაშინ შეიძლება, პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ამერიკელები, ვთვლი, პროდუქტიულები არიან. კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ზეწოლა არ არის. რუსეთზე უნდა მოახდინონ ზეწოლა. ინსტრუმენტები გააჩნიათ, შეუძლიათ. როდესაც ძალიან უნდათ, შეუძლიათ, იპოვონ. მთავარია, რომ იყოს მათთვის პრიორიტეტი…
აგერ, მადუროს მაგალითი. ჩაატარეს ოპერაცია. შედეგი ყველამ ნახა, მთელმა მსოფლიომ. სწრაფად გააკეთეს ეს. დაე, რაღაც ოპერაცია ჩაატარონ კადიროვთან, ამ მკვლელთან. შეიძლება მაშინ პუტინმა დაინახოს ეს და დაფიქრდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.