– ანდრეი ერმაკი და რუსტემ უმეროვი დონალდ ტრამპის გუნდთან შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი პარასკევს, დონალდ ტრამპის გუნდთან შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ხუთშაბათს – შეხვედრები შვეიცარიაში. პარასკევს – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, შეხვედრები პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან. ჩართული იქნება ყველა, ვინც უსაფრთხოების გარანტიების შინაარსზე მუშაობს – უსაფრთხოების გარანტიების სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ კომპონენტებზე. ამოცანაა, რაც შეიძლება დაჩქარდეს, რათა ეს ასევე იყოს ბერკეტი – გავლენის ბერკეტი: რუსებმა უნდა დაინახონ, რამდენად სერიოზულია მსოფლიო და რამდენად ცუდი შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, თუ ომი გაგრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველა ხედავს მოსკოვის მხრიდან ძალიან თავხედურ ნეგატიურ სიგნალებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
„რუსები არ აპირებენ შეასრულონ ის, რისი დაპირებაც გასცეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია