ვოლოდიმირ ზელენსკი – ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე – ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური არაა

ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ -ის პრეზიდენტი უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს.
“არის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე, და ყოველთვის ვამბობ, რომ არა. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა…
მათ, ვინც უკრაინის გადარჩენაში გვეხმარება, [შანსი ექნებათ] მოახდინონ მისი რესტავრაცია, თავისი ბიზნესებით უკრაინულ ბიზნესებთან ერთად. ამ ყველაფერზე მზად ვართ დეტალურად ვისაუბროთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელიც 14 თებერვალს იხსნება და მასზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსთან შეხვედრას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენში ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან გეგმავს შეხვედრებს, ისევე როგორც ამერიკელ სენატორებთან, თუმცა თავად ტრამპთან შეხვედრისთვის “თარიღი ჯერ არ არის”. ცნობისთვის, გასულ კვირას ტრამომა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ის “სავარაუდოდ” ზელენსკის შეხვდებოდა.
“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდები შეერთებულ შტატებში შეხვედრების თარიღსა და გეგმას შეათანხმებენ; როგორც კი შეთანხმდება, მზად ვართ, მზად ვარ,” – განაცხადა ზელენსკიმ.