ალექსანდრ სტუბს შეხვდა

კარგი შეხვედრა მქონდა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან. ამჟამად დიპლომატიურ გზაზე დიდი სამუშაო მიმდინარეობს და ჩვენ განვიხილეთ მისი შედეგები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე, ბერლინში პარტნიორებთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, ერთობლივი პოზიციები შეათანხმეს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
„მადლობას ვუხდი ფინეთს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ ქვეყნის წვლილს PURL ინიციატივაში, რომელიც, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, მოლაპარაკებებში ჩვენს პოზიციას აძლიერებს“, – წერს ზელენსკი.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ალექსანდრ სტუბიც.
„გმადლობთ, პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე სიტუაციის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. დისკუსიებს დღეს საღამოს გავაგრძელებთ“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის პრემიერ-მინისტრი – ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვეტილება ხალხის ნაცვლად მიიღოს, ამიტომ თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება, წარმატებას მიაღწევს

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი