ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ალბანეთში ჩავიდა, სადაც ის -ბალკანეთის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არის “გადამწყვეტი მომენტი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად ს აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში”
ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე ბალკანეთის სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერს შეხვდება.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ალბანეთში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა ე.წ. მშვიდობის ფორმულა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ