ვოლოდიმირ ზელენსკის მომავალ კვირას დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში ელოდებიან

„მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს ეწვევა, სადაც ის ბლენჰეიმის სასახლეში ევროპელ ლიდერებთან ში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრებს“, – ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.

ამასთან, მედიასაშუალების ინფორმაციით, ზელენსკი ირლანდიასაც ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრა ირლანდიის პრემიერ მინისტრთან საიმონ ჰარისთან.

„ირლანდია, რომელიც დიდი ხანია ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ უკრაინას არალეტალური დახმარებას უწევს, მოსალოდნელია, რომ მეტი მხარდაჭერა შესთავაზოს. კერძოდ, ის მხარს დაუჭერს უკრაინის ძალისხმევას, დააბრუნოს დაახლოებით 20 000 ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთსა და ბელარუსში.

უკრაინის პრეზიდენტი გასულ კვირას ვაშინგტონში ნატოს სამიტზე ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერ მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა, მაგრამ დიდ ბრიტანეთში ზელენსკის ვიზიტი იქნება მისი პირველი შესაძლებლობა შეხვდეს ლეიბორისტული მთავრობის უფრო ფართო დელეგაციას“, – წერს მედიასაშუალება.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება