მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში უკრაინელ მრჩევლებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
“ამ წამს ჩვენმა გუნდმა შემატყობინა, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა საკმაოდ ხანგრძლივი, ძალიან დეტალური საუბარი გამართეს [ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან]. საუბარში საკმაოდ წონიანი შემადგენლობა მონაწილეობდა. ეს მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას სამუშაოსთვის, მკვლელობების შეჩერებისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის გულწრფელი სურვილისთვის.
საუბარში ხვალ გაგრძელებაზე შეთანხმდნენ: ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო. უკრაინა, როგორც ყოველთვის, პროდუქტიულად იმუშავებს. ღირსეული მშვიდობა გვჭირდება”, – წერს ზელენსკი.
ცნობითვის, აქამდე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ უიტკოფი პუტინთან თავისი საუბრის შედეგების შესახებ უკრაინის, საფრანგეთის, ფინეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ინფორმირებას გეგმავდა.
