ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალ კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალ კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდება.
ზელენსკის ცნობით, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.
„ჩვენ საფუძველი მოვამზადეთ უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რომელთა მისაღებად ევროპა მზად არის, თუ -ც მათ გვერდით იქნება. ბევრი დისკუსია შედგა და სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებები გაიმართა, როგორც ევროპელებთან, ისე ამერიკელებთან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრაზე ამ საკითხებს განვიხილავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, ევროპის მიერ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ელის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვუჭერთ მხარს იმას, რომ მთელმა ევროპამ დააწესოს სანქციები და გაამკაცროს სატარიფო პოლიტიკა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთიდან ენერგორესურსებს ყიდულობენ. მაგრამ, ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება პუტინზე ზეწოლის შენელებას გამოიწვევს. პუტინთან შეხვედრისთვის მზად ვართ. მე ამის შესახებ უკვე ვისაუბრე. მზად ვარ როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში შეხვედრისთვის. ის ამისთვის მზად არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია