ს განცხადებით, დონალდ ტრამპს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობასთან დაკავშირებით ესაუბრა.
ზელენსკის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარში რვა ევროპელი ლიდერი მონაწილეობდა: გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, საფრანგეთისა და ფინეთის პრეზიდენტები, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
„გვქონდა საუბარი, ზოგადი, ყველა ლიდერთან. მანამდე კი ამერიკული გუნდის ბრიფინგი გაიმართა. მე უკრაინული გუნდის სახელით ვისაუბრე და გავუზიარე ჩვენს მიერ განხორციელებული ნაბიჯები და ჩვენი სამომავლო ხედვა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
მან ასევე ქვეყანაში ომის დასრულების მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
„დღეს და ხვალ დავასრულებთ დოკუმენტებს. შემდეგ, უახლოეს დღეებში, კონსულტაციებს გამართავს რუსეთთან, რის შემდეგაც ისინი კონსულტაციებს გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტთან და ამის შემდეგ, ჩვენი გუნდები მალე შეხვდებიან აშშ-ში. ვფიქრობ, შესაძლოა ამ შაბათ-კვირასაც კი. ამ შეხვედრის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. განვიხილავთ შეხვედრას ლიდერების დონეზე, აშშ-ის პრეზიდენტთან მაინც“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ