სა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირებას ახდენს“, – განაცხადა მ.
უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელშეკრულების რატიფიცირებას გუშინ, 17 სექტემბერს დაუჭირა მხარი.