ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს, ირანსა და ჩინეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც ექვს ფიზიკურ და 40-ზე მეტ იურიდიულ პირს ირანიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან სანქციებს უწესებს.
პრეზიდენტის განკარგულებით, ექვსი მოქალაქეს, ასევე რუსეთის ფედერაციის, ირანის და ჩინეთის 40 იურიდიულ პირს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდათ.
პრეზიდენტის მეორე განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა ორ საწარმოს : რუსული გემების განათების ტექნიკის ქარხანას შპს “მაიაკს“ და ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანას.
ორივე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე დააყენოს მსგავსი შემზღუდველი ზომების შემოღების საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას