ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის კანდიდატურა წარადგინა.
„დენის შმიგალს შევხვდი. თავდაცვის სამინისტროში ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მისი მუშაობისთვის მადლობელი ვარ. სწორედ მსგავსი მიდგომაა ახლა საჭირო უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი რუსული დარტყმის შემდეგ მისი აღდგენა სწრაფად შევძლოთ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან კონსულტაციები ჰქონდა და იმედი აქვს, რომ პარლამენტი პირველი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი შეცვლის.




