ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიტ კელოგმა ამერიკული იარაღის შესყიდვის და დრონების შესახებ შეთანხმებებზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ნიუ იორკში შეხვდა.
„შეხვედრა მქონდა -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან. მას ფრონტზე არსებული ვითარებისა და დობროპოლიასა და პოკროვსკის მახლობლად კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე.
„ასევე, ვისაუბრეთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის ამერიკული იარაღის შესყიდვის და დრონების შესახებ ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე, რომლებიც უკრაინამ შეერთებულ შტატებს შესთავაზა“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ