უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება განიხილა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთრის წინ რუსეთის მხრიდან დაბომბვების სიხშირის ზრდის გათვალისწინებით, აუცილებელია სწრაფი მოქმედება.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ გამკაცრებაზე, განსაკუთრებით მისი ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის მიმართ.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაცია და პოლონეთში, რუმინეთსა და დანიაში დრონების, ასევე ესტონეთში გამანადგურებლების დაფიქსირების შემთხვევები.
