ვოლგოგრადის ოლქში რუსული „იაკ-130“-ის ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ვოლგოგრადის ოლქში რუსული „იაკ-130“-ის ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა დილით მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ვოლგოგრადის ოლქში სასწავლო ფრენას ახორციელებდა.
ვოლგოგრადის ოლქის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო მფრინავების ბედი ჯერჯერობით უცნობია.