ვლადიმერ ჯაბაროვი – რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვის გაცემა არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ და ამერიკელები ამას წამსვლელი მოხუცის ხელით გააკეთებენ – რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება

რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვის გაცემა უპრეცედენტო ნაბიჯია, რომელსაც მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე მივყავართ. ს პასუხი მყისიერი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ეს უპრეცედენტო ნაბიჯია. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ და ამერიკელები ამას გააკეთებენ წამსვლელი მოხუცის ხელით, რომელიც ორ თვეში აღარ იქნება პასუხისმგებელი არაფერზე“, – აღნიშნა ჯაბაროვმა.
მისი თქმით, რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება.
„ვფიქრობ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაუმკლავდება ასეთ შეტევებს. ჩვენ გვაქვს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა. საპასუხო დარტყმა იქნება ისეთი, რომ ში გადაწყვეტილების მიღების ყველა ცენტრი, დნეპერზე ყველა ხიდი შეიძლება დაინგრეს. დარტყმა შეიძლება იყოს საშინელი“, – აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს. ამასთან, ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ