ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მინდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორში ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს.
„გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს 1 033 გრძივი მეტრი გზის მოწყობას საფეხმავლოებითა და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, დამონტაჟდება გარეგანათება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები და რეკრეაციული ზონა.
გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხიდისთავში. ერთ – ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში 2 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც. 1 მილიონ ლარამდე ღირებულიების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით