ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი შოიგუს მოადგილედ დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მთავარსარდალი, ოლეგ სალიუკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის – სერგეი შოიგუს – მოადგილედ დანიშნა.
ამ მომენტისთვის უცნობია სახმელეთო ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ვინ დაიკავებს. სალიუკოვი ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც